May 18, 2024

"რუსეთი მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერდება" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერდება, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ქსავიე ბეტელთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთი არ შეჩერდება ჩვენს ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიაზე. ამიტომ, გვესმის, რომ თუ ჩვენი სახელმწიფო ვერ გაუძლებს ასეთ ზეწოლას, მაშინ ჩვენი მეზობლები, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოები შესაძლოა, აღმოჩნდნენ რუსეთის თავდასხმის საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

წაკითხვა 197 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.