May 18, 2024

რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქი დაბომბა

უკრაინის რამდენიმე ოლქში დაბომბვის შესახებ იუწყებიან. როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, 25 ივნისს დილით რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა ჟიტომირის, ლვოვის, ჩერნიგოვოს და დენპროპეტროვსკის ოლქებს.

ლვოვის ოლქში რაკეტა ჩამოვარდა იავოროვშინეს სამხედრო ობიექტზე. ლვოვის აღნიშნულ რაიონში მდებარეობს პოლიგონი, რომელიც ჯერ კიდევ მარტში გახდა რუსების სარაკეტო იერიში ობიექტი. როგორც ლვოვის საოლქო ადმინისტრაციის უფროსი მაქსიმ კოზიცკი წერს, უკრაინელებმა შეძლეს ორი რაკეტის ჩამოგდება, თუმცა ოთხი მიზანს მოხვდა.

 

ჩერნიგოვის ოლქში, 05:00 საათზე აფეთქებების ხმა ისმოდა. სარაკეტო იერიში სამიზნე გახდა დასახლება დესნა. რეგიონის მეთაურის ვიაჩესლავ ჩაუსის განცხადებით, დასახლების მიმართულებით 20 რაკეტა გაუშვეს. დესნაში მდებარეობს უკრაინელი სამხედროების მომზადების პუნქტი. როგორც ჩაუსი ამბობს, რაკეტების უმეტესობა დესნას მიმართულებით ბელარუსიდან გაუშვეს.

 

ჟიტომირის ოლქის ხელისუფლების ცნობით კი, რეგიონის მიმართულებით რუსებმა 24 რაკეტა გაისროლეს. სამიზნე სამხედრო ობიექტები იყო. დაიღუპა ერთი სამხედრო და ერთი დაიჭრა. თავად ქალაქი ჟიტომირი არ დაზარალებულა. როგორც ჟიტომირის მერი სერგეი სუხომილინი ამბობს, რაკეტები ბელარუსის ტერიტორიიდან ისროლეს.

 

დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსების საარტილერიო დაბომბვის სამიზნე გახდა კრივოი როგის დასახლებები. დაშავდა 30 წლის ქალი, დაზიანდა კერძო სახლი.

 

ხმელნიცკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს ორი რუსული რაკეტის ჩამოგდება. მათი ნამსხვრევების ნაწილი ტყეში, ნაწილი კი. დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა. დაშავებულები არ არიან.

 
წაკითხვა 172 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 25 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.