''მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისთვის, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვასთვის'' - იენს სტოლტენბერგი

ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას ნატო-ს უახლოეს პარტნიორებთან, მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისთვის, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე, სამდღიანი სამიტის წინ განუცხადა.

მისი თქმით, თქმით, სამიტში მონაწილეობას საქართველო და ევროკავშირიც მიიღებენ.

 

„მივესალმები, რომ ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და კორეის რესპუბლიკა პირველად შემოგვიერთდებიან ჩვენს სამიტზე. მონაწილეობას მიიღებს საქართველო და ევროკავშირიც“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

წაკითხვა 185 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.