May 18, 2024

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა, ლოდები კი ტრაილერებს დაეცა - არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა, ჩამოშლილი ლოდები კი ტრაილერებს დაეცა. შემთხვევა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე დილით მოხდა.

როგორც თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

 

"რაც ამ დროისთვის ცნობილია, დაღუპულია ერთი აზერბაიჯანელი, რამდენიმე თურქი კი დაშავებულია",- განაცხადა ელჩმა.

წაკითხვა 227 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.