May 18, 2024

"რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულ 18 ადამიანს შორის 2 ბავშვია" - ოდესის გუბერნატორი

ოდესის ოლქში რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო შეტევას 18 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, მაქსიმ მარშენკო „ტელეგრამში“ იუწყება.

მისივე ინფორმაციით, რუსებმა Tu-22 ტიპის თვითმფრინავის გამოყენებით შავი ზღვის მხრიდან სამი X-22 რაკეტა ისროლეს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციული ცენტრის ტერიტორიას მოხვდა.

 

„ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, ჰოსპიტალიზებულია კიდევ 31 პირი, მათ შორის 4 ბავშვი და ფეხმძიმე ქალი,“- აღნიშნა გუბერნატორმა.

წაკითხვა 239 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.