May 18, 2024

"რუსული ძალების შემდეგი სამიზნე სლავიანსკი და ბახმუტი იქნება"

რუსული ძალების შემდეგი სამიზნე დონეცკის ქალაქები - სლავიანსკი და ბახმუტი იქნება, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.

„ლუგანსკის რეგიონის დაკარგვა მტკივნეულია, რადგან ეს არის უკრაინის ტერიტორია. ამასთან, მათთვის ნომერ პირველი სამიზნე დონეცკის რეგიონია. სლავიანსკი და ბახმუტი თავდასხმის ქვეშ მოექცევიან - ბახმუტის დაბომბვა უკვე დაიწყო ძალიან მძიმედ“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გუშინ პრეზიდენტ ვლადიმეტ პუტინს განუცხადა, რომ ლუგანსკში „ოპერაცია“ დასრულებულია. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხედრო ქვედანაყოფებმა „რომლებიც მონაწილეობა მიიღეს აქტიურ საომარ მოქმედებებში და მიაღწიეს წარმატებას, გამარჯვებას“ ლუგანსკში „უნდა დაისვენონ, გაზარდონ თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობები“.

წაკითხვა 210 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.