May 18, 2024

"მტერი ლუგანსკის ოლქზე სრული კონტროლის დაწესებას ცდილობს"- გენშტაბი

მტერი ცდილობს გადალახოს ჩვენი ჯარების წინააღმდეგობა და დაამყაროს სრული კონტროლი ლუგანსკის ოლქზე. ის ქვედანაყოფების გადაადგილებას ახორციელებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„კრამატორსკის მიმართულებით, მტერმა არტილერიიდან დაბომბა კრივა ლუკას, კუზმინოვკასა და გრიგოროვკას რაიონები. თავდაცვის ძალების კონტროლისა და საკომუნიკაციო სისტემის ჩაშლის მცდელობისას, მტერი აქტიურად იყენებს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებს.

 

ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტებმა არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს ივანო-დარიევკას, სემიგორიესა და უგლეგორსკის თბოსადგურის ტერიტორიებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

გენშტაბის ცნობით, ავდიივკას, კურახივკას, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით, მოწინააღმდეგე სისტემატიურად ახორციელებს საცეცხლე ზემოქმედებას თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციებზე მათი მოქმედებების შებოჭვის მიზნით.

 

ცნობისათვის, ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერჰი გაიდაიმ გუშინ განაცხადა, რომ ოლქი 100%-ით ოკუპირებული არ არის, ბრძოლები გრძელდება და რუსული საოკუპაციო ჯარები დანაკარგებს განიცდიან.

წაკითხვა 183 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.