May 18, 2024

დონეცკში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ - იარში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად კორპუსის ჩამონგრევისას გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. დაახლოებით 20-ზე მეტი კი - ნანგრევებშია ჩარჩენილი. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი 5 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

 

რეგიონის გუბერნატორ პავლო კირილენკოს ინფორმაციით, დაბომბვა რუსული "ურაგანის" ტიპის რაკეტებით განხორციელდა, რამაც კორპუსის ნგრევა და ადამიანების გარდაცვალება გამოიწვია.

 

ცნობისთვის, დღეს დონეცკის რეგიონის გუბერნატორ პავლო კირილენკოს ინფორმაციით, დონეცკის რეგიონში, ქალაქ კრამატორსკთან ახლოს მდებარე ჩასივ-იარში რუსული "ურაგანის" ტიპის რაკეტებით კორპუსზე იერიში განხორციელდა.

წაკითხვა 234 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.