May 18, 2024

"კოვიდ-19“ დასრულებისგან შორის არის - ტედროს ადანომ გებრეისუს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“ კვლავ რჩება გლობალური მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად. როგორც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი საგანგებო კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა, ვირუსის მიმდინარე ევოლუცია და ზოგიერთ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა აჩვენებს, რომ სიტუაცია კვლავ საგანგებოა.

კომიტეტის მონაცემებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღრიცხული შემთხვევების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.

 

„კოვიდ-19“ დასრულებისგან შორის არის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ბრიფინგზე.

 

„მე შეშფოთებული ვარ, რომ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა მატებას განაგრძობს, რაც დამატებით ზეწოლას ახდენს გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემებზე და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებზე. ასევე შეშფოთებული ვარ გარდაცვალების შემთხვევების ზრდის ტენდენციის გამო. „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით გასულ პარასკევს საგანგებო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელმაც დაასკვნა, რომ ვირუსი კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

წაკითხვა 217 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.