May 19, 2024

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ვინიცის დაბომბვას 12 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ვინიცის დაბომბვას 12 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრის დაბომბვის შედეგად კიდევ 25-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

რაკეტა ავტომობილების სადგომთან ჩამოვარდა, რის შემდეგაც 30-მდე ავტომობილი დაიწვა. ადგილზე 100-მდე მაშველი მუშაობს.

 

ვინიცაში რამდენიმე ადგილი დაიბომბა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ოფიცერთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსები. ვინიცის დაბომბვას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და რუსეთს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებს.

წაკითხვა 189 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.