რუსეთის სასამართლომ Google-ი 361 მილიონი ევროთი დააჯარიმა

რუსეთის სასამართლომ Google-ი 21.1 მილიარდი რუბლით (361 მილიონ ევროზე მეტი) დააჯარიმა იმის გამო, რომ კომპანიამ უარი განაცხადა „აკრძალული“ მასალის წაშლაზე, - ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელი კომპანიის, „როსკომნადზორის“ განცხადებით, ვიდეოს გაზიარების პლატფორმა YouTube „აკრძალულ“ ვიდეოებს არ შლის, მათ შორის ე.წ. „ყალბ ამბებს“ უკრაინის ომის შესახებ, რამაც გამოიწვია რუსი სამხედროების დისკრედიტაცია.

 

YouTube ასევე დაადანაშაულეს იმაში, რომ არ წაშალა ვიდეოები, რომელიც ხელს უწყობდა "ექსტრემიზმის" პროპაგანდას და ახალგაზრდებს მოუწოდებდა, მონაწილეობა მიეღოთ "არასანქცირებულ მასობრივ აქციებში".

 

„Google-სა და მის საინფორმაციო რესურსებს რეგულარულად ეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა რუსეთის კანონმდებლობის დარღვევისთვის აკრძალული ინფორმაციის არ წაშლის გამო“, - ნათქვამია „როსკომნადზორის“ განცხადებაში.

წაკითხვა 185 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 19 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.