"საბოლოო შედეგი დამოკიდებულია არა შუამავლებზე, არამედ მხარეების სურვილზე"

უკრაინამ უარი თქვა მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე, კიევს არც ახლა აქვს მათი შესრულების სურვილი, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„მოლაპარაკებების პირობების შესაქმნელად ჩვენი ჯარები გავიდნენ უკრაინის ცენტრიდან, კიევიდან. კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა ამ შეთანხმების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პრაქტიკულად მიღწეული იყო. ასე რომ, საბოლოო შედეგი, რა თქმა უნდა, არ არის დამოკიდებული შუამავლებზე, არამედ მხარეების სურვილზე, შეასრულონ მიღწეული შეთანხმებები. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ კიევის ხელისუფლებას ასეთი სურვილი არ აქვს“, - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს ირანში ვიზიტის შემდეგ.

წაკითხვა 229 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.