გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს პრეზიდენტმა, კლაუს მიულერმა განაცხადა.

მისი თქმით, გაზსადენის მუშაობა 30 პროცენტით აღდგა და ბუნებრივი აირის მიწოდება მინიმუმ ორი საათის განმავლობაში გარანტირებულია. ამასთან, მან დაამატა, რომ ნაკლებსავარაუდოა, დღის განმავლობაში რაიმე შეიცვალოს და მიწოდება შეწყდეს.

 

გაზსადენის მუშაობა, რომლითაც რუსული ბუნებრივი აირი მთელ ევროპას მიეწოდება, 11 ივლისს შეჩერდა გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო.

 

ევროპაში შიშობდნენ, რომ არსებული ვითარების ფონზე, რუსეთი გაზსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს შანტაჟისთვის გამოიყენებდა და ბუნებრივი აირის მიწოდებას გააჭიანურებდა.

წაკითხვა 200 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.