რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ორი გარდაცვლილისა და 17 დაშავებულის შესახებ. ამის შესახებ უკრაინული მედია ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით წერს.

„რუსები ხარკოვზე დარტყმებს ახორციელებენ. მოსახლეობის საყურადღებოდ: იყავით თავშესაფრებში, აუცილებლობის გარეშე არ გახვიდეთ ქუჩებში, ნუ უგულებელყოფთ განგაშის სიგნალებს“, – ამბობს სინეგუბოვი.

 

ამასთან, ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებულ რაიონს.

 

ამას გარდა, რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს მიკოლაევში ჰუმანიტარული დახმარების საწყობზე. ამის შესახებ უკრაინული მედია მიკოლაევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვიტალი კიმზე დაყრდნობით წერს. კიმის ინფორმაციით, დაიწვა ათასობით ტონა პროდუქტი, რომელიც განკუთვნილი იყო ბავშვებისთვის, მოხუცებისა და გაჭირვებული მოქალაქეებისთვის.

წაკითხვა 219 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 21 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.