May 19, 2024

რუსმა სამხედროებმა ქალაქი მიკოლაივი დაბომბეს

31 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა ქალაქი მიკოლაივი დაბომბეს, რამაც საცხოვრებელი სახლების დაზიანება და რამდენიმე ობიექტის განადგურება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მიკოლაევის მერზე, ალექსანდრ სიენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერმა დღეს მიკოლაივზე მასიური იერიში მიიტანა. ალბათ, ეს ყველაზე ძლიერი თავდასხმა იყო, რაც აქამდე მომხარა. ძლიერი აფეთქებები გაისმა დილის 01:00 საათის შემდეგ და დაახლოებით 05:00 საათზე. განადგურდა რამდენიმე ობიექტი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები“, - განაცხადა სიენკევიჩმა.

 

მედიის ცნობით, რუსმა დამპყრობლებმა კასეტური საბრძოლო მასალები გამოიყენეს.

 

შეგახსენებთ, 30 ივლისის ღამეს, რუსეთის მიერ მიკოლაივის დაბომბვისას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.

წაკითხვა 159 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.