May 19, 2024

ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა

ტაივანში ვიზიტით მყოფი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ქვეყნის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენსშეხვდა.​ ცაი ინ-ვენმა ამერიკელ სენატორს ტაივანში ვიზიტისთვის და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ტაივანის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მაგალითი მოიყვანა.

„დემოკრატიული ტაივანის წინააღმდეგ ძალადობას ძლიერი გავლენა ექნება ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონზე. ტაივანი არ დანებდება და ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას“, – განაცხადა ცაი ინ-ვენმა.

 

თავის მხრივ, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ამერიკა არასდროს მიატოვებს ტაივანს.

 

„დღეს ჩვენი დელეგაცია, რომლითაც ვამაყობ, ტაივანში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ცალსახად განემარტა, ჩვენ არ დავივიწყებთ ტაივანის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ვამაყობთ ჩვენი მტკიცე მეგობრობით. ახლა, როგორც არასდროს, ტაივანის მიმართ ამერიკის სოლიდარობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. და ეს სწორედ ის გზავნილია, რაც აქ ჩამოვიტანეთ“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.

წაკითხვა 246 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.