May 19, 2024

ჩინეთი ნენსი პელოსს ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ სანქციებს უწესებს

ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს, ნენსი პელოსს ტაივანში ჩასვლისა და „მანკიერი და პროვოკაციული ქმედებების“ საპასუხოდ სანქციებს უწესებს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ჩინეთის ხელისუფლებაში არ აკონკრეტებენ, რა სახის სანქციები აამოქმედეს პელოსის წინააღმდეგ. ქვეყნის მთავრობის განცხადებაში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ჩინეთის სერიოზული შეშფოთებისა და მტკიცე წინააღმდეგობის მიუხედავად , ნენესი პელოსი მაინც ეწვია ტაივანს. მათივე შეფასებით, წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ჩინეთის საშინაო საქმეებში სერიოზულად ერევა და „ერთი ჩინეთის“ პრინციპს არღვევს.

 

„სერიოზულად ძირს უთხრიდა ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არღვევდა ერთი ჩინეთის პრინციპს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ტაივანის სრუტის მშვიდობასა და სტაბილურობას. პელოსის მანკიერი და პროვოკაციული ქმედებების საპასუხოდ, ჩინეთმა გადაწყვიტა სანქციების დაწესება პელოსისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი კანონების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა, 3 აგვისტოს კი ტაივანის პრეზიდენტს ცაი ინ-ვენს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

წაკითხვა 192 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.