"არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის, არც ქვეყნის ექსპრეზიდენტი"
არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის, არც ქვეყნის ექსპრეზიდენტი, – ასე გამოეხმაურა წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ფაქტს.
ნენსი პელოსი რეზიდენციის ჩხრეკას „საკმაოდ სერიოზულ ნაბიჯად“ აფასებს.
„ჩვენ გვჯერა კანონის უზენაესობის. ესაა სწორედ ჩვენი ქვეყანა და არც ერთი ადამიანი არ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის, არც ქვეყნის ექსპრეზიდენტი“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პალმ ბიჩის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა.
როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები პალმ ბიჩზე მდებარე მის სახლში წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი