"რუსეთის ომი უკრაინასთან ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს"
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ომი უკრაინასთან ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.
„დღეს დიდი ყურადღება ეთმობა ყირიმის თემატიკას და ეს სწორია, რადგან ყირიმი უკრაინაა და ჩვენ არასდროს ვიტყვით მასზე უარს. არ დავივიწყებთ, რომ სწორედ ყირიმის ოკუპაციით დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით. დღეს შეუძლებელია იმის თქმა, როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვამატებთ ყირიმის გათავისუფლების ფორმულას სიახლეებს. ვიცი, რომ ჩვენ დავბრუნდებით უკრაინულ ყირიმში. რუსეთმა ყირიმი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლებოდა, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ რეგიონად გადააქცია. რუსეთმა ყირიმში მოიტანა მასშტაბური რეპრესიები, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემები, ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყირიმში ოკუპანტების ყოფნა საფრთხეს უქმნის ევროპას და მსოფლიოს.
„შეუძლებელია შავი ზღვის რეგიონი უსაფრთხოება, ვიდრე ყირიმი ოკუპირებულია. არ იქნება სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობა ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ბევრ ქვეყანაში, ვიდრე რუსეთი შეძლებს ჩვენი ნახევარკუნძულის სამხედრო ბაზად გამოყენებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი