„ეს პუტინის ომია. ამიტომ, ეს ჩემთვის რთული სათქმელია“
გერმანიის კანცლერი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების შეჩერების წინააღმდეგია. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრის დროს დასმულ კითხვებზე საპასუხოდ გააკეთა.
როგორც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, ის არ მიიჩნევს გამართლებულად რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას. შოლცის განცხადებით, „ეს პუტინის ომია“.
„ეს პუტინის ომია. ამიტომ, ეს ჩემთვის რთული სათქმელია“, – განაცხადა შოლცმა.
შოლცმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, ხოლო ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. მისივე თქმით, რუსეთს მოუწევს უკრაინასთან მოლაპარაკება.
„ამ ომისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პრეზიდენტს. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას უკრაინასთან შეთანხმება მოუწევს. რუსეთის მიერ თავსმოხვეული მშვიდობა არ დამყარდება. ამან არ უნდა იმუშაოს და ვერ იმუშავებს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩეროს. ანალოგიური განცხადება გააკეთეს ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ფინეთსა და ლატვიაში.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი