ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია 61 ადამიანი.

ტრაგედიის ადგილზე დღეს დილიდან მივიდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და დედაქალაქის მერი ჰრაჩია სარქისიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აფეთქების შედეგად დაკარგულთა სიას აქვეყნებს, რომელშიც 25 ადამიანია. ისინი სავარაუდოდ ნანგრევებში არიან მოყოლილები.

 

დაშავებულებს შორის არიან ხუთი წლის გოგონა და ორსული ქალი. ექიმები აცხადებენ, რომ 36 დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 22 დაზარალებული უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.

 

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრში აფეთქება 14 აგვისტოს, შუადღისას მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრში მდებარე პიროტექნიკის საწყობში მოხდა. ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს.

წაკითხვა 188 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.