May 19, 2024

ერევნის სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-დე გაიზარდა

ერევანში, “სურმალუს” სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებენ.

უწყების ცნობით, დაღუპულთა შორის ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვია.

 

სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" აფეთქება 14 აგვისტოს მოხდა. ერევნის მერიის ინფორმაციით, შემთხვევა პიროტექნიკური მასალების საწყობის აფეთქებამ გამოიწვია. სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აალებადი ნივთიერებების შენახვისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე აღძრა. აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით ოფიციალურად დადგენილი არ არის.

წაკითხვა 177 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.