ჩინელი ჯარისკაცები რუსეთში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან

ჩინელი ჯარისკაცები რუსეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან. ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

მედიის ცნობით, აღნიშნულ წვრთნებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამხედროები ინდოეთიდან, ბელარუსიდან და ტაჯიკეთიდან.

 

ჩინეთის თავდაცვის უწყების თქმით, მათი მონაწილეობა წვრთნებში არ არის დაკავშირებული მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ სიტუაციასთან.

 

ამასთან, ისინი დასძენენ, რომ წვრთნები ორმხრივი შეთანხმების ნაწილია.

 

გარდა ამისა, ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი განზრახვა მონაწილე ქვეყნების ჯარებთან პრაქტიკული და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავებაა.

 

როგორც ოფიციალური პეკინი აღნიშნავს, აგრეთვე მათი მიზანია, "მონაწილე მხარეებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დონის ამაღლება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საფრთხეებზე რეაგირების უნარის გაძლიერება".

 

რუსეთში "ვოსტოკის" წვრთნების 30 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ჩატარდება. ბოლო ასეთი წვრთნები 2018 წელს გაიმართა, როდესაც ჩინეთმა პირველად მიიღო  მონაწილეობა.

წაკითხვა 188 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.