May 19, 2024

"რუსეთი სტრატეგიულ ჩიხშია, მათ წინსვლა აქვთ უკანა მიმართულებით"

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთი „სტრატეგიულ ჩიხშია“.

მისივე თქმით, „ოკუპანტები უკანა მიმართულებით მიემართებიან“.

 

როგორც ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს რუსების გამაგრებული პოზიციებიდან დაძვრა“.

 

„შეიძლება, ითქვას არა მხოლოდ ის, რომ რუსებს წინსვლა არ აქვთ, ან აქვთ მიკროსკოპული წინსვლა, არამედ ისიც, რომ მათ წინსვლა აქვთ უკანა მიმართულებით. ერთ თვესა და ხუთ დღეში ვერაფერი შეძლეს“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

 

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადა, რომ რუსეთის არმია ცდილობს პოზიციების გაუმჯობესებას, თუმცა მათი მდგომარეობა უიმედოა.

წაკითხვა 187 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.