May 18, 2024

"კვიპროსი და საბერძნეთი რუსეთის მოქალქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან"

კვიპროსი და საბერძნეთი რუსეთის მოქალქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან. ინფორმაცია „პოლიტიკო“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითხოვენ ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია და ლიეტუვა.

 

თუმცა, ბერლინში განაცხადეს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სანქციების დაწესება გამართლებულად არ მიაჩნიათ.

 

„ანალოგიური პოზიცია აქვთ კვიპროსში. „ეს იქნება არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ადამიანებს შორის კონტაქტების გვჯერა და თურქეთის მოქალაქეებსაც კი აქვთ უფლება, მიიღონ კვიპროსის ვიზა“, – განაცხადა კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა, კორნელიოს კორნელიომ.

 

„პოლიტიკოს“ ცნობით, უკრაინაში ომს დაწყებამდე კვიპროსზე ჩასული ტურისტების 25%-ს რუსეთის მოქალაქეები შეადგენდნენ.

 

გამოცემის ცნობით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების წინააღმდეგია საბერძნეთის მთავრობაც.

 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების საკითხს აგვისტოს ბოლოს პრაღაში განიხილავენ.

წაკითხვა 633 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.