May 19, 2024

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ნარკოტესტი გაიკეთა

სკანდალური ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ნარკოტესტი გაიკეთა.

სანა მარინის გარშემო სკანადალი მას შემდეგ აგორდა, რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ფინელ დეპუტატებთან და პოპ ვარსკვლავებთან ერთად ცეკვავს კერძო სახლში გამართულ წვეულებაზე. ვიდეოში ისმის საუბარი, სადაც სავარაუდოდ ნახსენებია კოკაინი.

 

თავად 36 წლის მარინი ამტკიცებს, რომ უკანონო არაფერი გაუკეთებია, თუმცა, რადგანაც ფინელი პოლიტიკოსების ნაწილი მოითხოვდა, რომ მას ნარკოტიკებზე ტესტი გაეკეთებინა, ის ასეც მოიქცა.

 

მან თქვა, რომ ტესტის პასუხი 6 კვირაში გახდება ცნობილი. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დასამალი არაფერი აქვს და ნარკოტიკები არასდროს მიუღია.

წაკითხვა 183 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.