"ჩვენი მიზანი თურქეთში ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაა"
ჩვენი მიზანი თურქეთში პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაა, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომის თემას შეეხო. ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას ომის დასრულებისა და უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის.
„ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თურქეთში პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებების ორგანიზება, რათა მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა მარცვლეულის დერეფნის მნიშვნელობას მთელი მსოფლიოსთვის და აღნიშნა, რომ შავი ზღვის პორტებიდან მიწოდების განახლების გამო, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 30 პროცენტმა კვლავ მიიღო წვდომა საკვებზე ამ რეგიონიდან.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი