May 17, 2024

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, არ გამოიყენოს ქიმიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინაში. როგორც ჯო ბაიდენმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, ამგვარი ქმედებები ომის სახეს შეცვლის და აქცევს ისეთ რამედ, რაც არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ამასთან, ჯო ბაიდენს არ უთქვამს, რა იქნება აშშ-ის რეაგირება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ამგვარ იარაღს გამოიყენებს

 

CBS-ის გადაცემა „60 წუთის“ წამყვანმა, სკოტ პილიმ პრეზიდენტ ბაიდენს ჰკითხა, რას ეტყოდა პრეზიდენტ პუტინს, თუ ის განიხილავდა უკრაინაში მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას.

 

„არ გააკეთოთ ეს“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

ამის შემდეგ ბაიდენს ჰკითხეს, რა შედეგები იქნებოდა, თუ პუტინი ასეთ ხაზს გადაკვეთდა.

 

„თქვენ ფიქრობთ მე გეტყვით, რა იქნება ზუსტად? რა თქმა უნდა, მე არ გეტყვით. ამას ექნება შედეგები. ისინი გახდებიან კიდევ უფრო გარიყულები მსოფლიოში, როგორც არასდროს და იმის მასშტაბების მიხედვით, თუ რას გააკეთებენ, განისაზღვრება, რა პასუხი იქნება“, – აღნიშნა ბაიდენმა.

წაკითხვა 154 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.