May 17, 2024

"ვგმობთ აშშ-ის მიერ კვიპროსისთვის იარაღზე ემბარგოს მოხსნას" - თურქეთის საგარეო უწყება

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ 2020 წლის სექტემბრის გადაწყვეტილების გაფართოებას კვიპროსისთვის იარაღზე ემბარგოს მოხსნის შესახებ.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს კვიპროსის ბერძნული ნაწილის შეურიგებლობას და ნეგატიურად აისახება კვიპროსის საკითხის დარეგულირების ძალისხმევაზე.

 

„ეს გამოიწვევს შეიარაღების რბოლას კუნძულზე, რაც დააზარალებს მშვიდობასა და სტაბილურობას ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

ანკარა მოუწოდებს აშშ-ს, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და აწარმოოს დაბალანსებული პოლიტიკა კუნძულის ორი მხარის მიმართებაში.

 

პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კვიპროსის რესპუბლიკას 2023 წლისთვის თავდაცვითი სავაჭრო შეზღუდვები მოუხსნა.

წაკითხვა 205 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.