May 17, 2024

რუსეთის დუმა სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელს ამკაცრებს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი სასჯელის გამკაცრების შესახებ ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა დეზერტირობა, სამხედრო ქონების დაზიანება და დაუმორჩილებლობა, თუ ეს დანაშაულები ჩადენილია სამხედრო მობილიზაციის ან საბრძოლო სიტუაციების დროს.

Reuters-ის ცნობით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ნებაყოფლობითი ჩაბარება რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის დანაშაულად ითვლება და 10 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

კანონპროექტი იმ ფონზე დამტკიცდა, როდესაც რუსეთში მიმდინარეობს დებატები შესაძლო მობილიზაციის შესახებ.

 

კრემლმა გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო კამპანიის გასაძლიერებლად საერთო მობილიზაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით განხილვა არ მიმდინარეობს. ამასთან, რუსი პოლიტიკოსების ნაწილი სრული მობილიზაციის გამოცხადების ინიციატივით გამოდის.

წაკითხვა 156 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.