May 17, 2024

"19 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე პერიოდში ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა" - „ფრონტექსი"

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ ინფორმაციით, გასულ კვირას, 19 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე პერიოდში ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც გასულ კვირებთან შედარებით 30 პროცენტით მეტია.

სააგენტოს ცნობით, რუსების უმეტესობა ევროპაში ფინეთისა და ესტონეთის საზღვრის გავლით შედის.

 

ამასთან, როგორც სააგენტო წერს, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საზღვრის კვეთის ფაქტები საგრძნობლად გაიზარდა ფინეთში. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში ფინეთში რუსეთის 30 000 მოქალაქე შევიდა.

 

ფრონტექსის“ ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ევროპაში სახმელეთო საზღვრებით რუსეთის 1 303 000 მოქალაქე შევიდა. ამავდროულად, ევროკავშირთან სახმელეთო საზღვრით რუსეთში 1 273 000 მოქალაქე უკან დაბრუნდა.

წაკითხვა 209 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.