May 17, 2024

„რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებებს“ ხვალ მოეწერება ხელი"

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებული ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერა კრემლში ხვალ, 30 სექტემბერს გაიმართება. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღეს ვლადიმერ პუტინი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის ცნობით, „რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებებს“ ხელმოწერა ხვალ ადგილობრივი დროით 15:00 საათზე გაიმართება. ცერემონიაზე ვლადიმერ პუტინი მოცულობითი სიტყვით გამოვა“.

 

ამასთან, მოგვიანებით იგეგმება ფედერალური კრებისადმი რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა.

 

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმები ჩაატარა. უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები რეფერენდუმებს და მის შედეგებს არ აღიარებენ.

წაკითხვა 144 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.