May 2, 2024

ფლორიდას ქარიშხალი „იანი“ დაატყდა თავს

ფლორიდის სანაპიროს ქარიშხალი „იანი“ დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათში 150 კმ-ს შეადგენს. შედეგად, ორ მილიონამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ფლორიდის გუბერნატორის, რონ დესანტის თქმით, სტიქია უკვე აყენებს სერიოზულ ზიანს შტატის ინფრასტრუქტურას, მაქსიმუმს აღწევს წყლის დონე, ნეიფლსისა და ფორტ მეიერსის დასახლებები კი დაიტბორა. გაუქმებულია 2000-მდე ავიარეისი.

 

ამჟამად, „იანი“ ჩრდილოეთით გადაადგილდება. შაბათისთვის ის უკვე ჯორჯიის შტატს, კვირას კი – სამხრეთ კაროლინას მიაღწევს. მანამდე, ქარიშხალმა „იანიმ“ კუბას გადაუარა, სადაც სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა და ელექტროსადენების დაზიანების გამო, მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

წაკითხვა 195 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 29 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.