May 2, 2024

რუსეთში მობილიზაცია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც ეხებათ

რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები შეიძლება გამოიძახონ, თუ მეორე პასპორტი რუსულია და პირი აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, - RTVI-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

„ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები კანონით განიხილება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებად, მათზე ვრცელდება ყველა უფლება და ვალდებულება, მათ შორის სამშობლოს დაცვა“, - აცხადებენ უწყებაში.

 

RTVI-ს თავდაცვის სამინისტროში განუმარტეს, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნისაა მათი მეორე პასპორტი, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებად ითვლებიან.

წაკითხვა 183 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.