May 4, 2024

"უკრაინის მიერ ქალაქ ლიმანის დაკავება აჩვენებს, რომ ქვეყანა პროგრესს განიცდის და აქვს უნარი რუსული ძალები უკან დახიოს"

უკრაინის მიერ ქალაქ ლიმანის დაკავება აჩვენებს, რომ ქვეყანა პროგრესს განიცდის და აქვს უნარი რუსული ძალები უკან დახიოს - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NBC-ს განუცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შეძლეს აეღოთ ახალი ქალაქი, ლიმანი, და ეს აჩვენებს იმას, რომ უკრაინელები პროგრესს განიცდიან, შეუძლიათ რუსული ძალების უკან დახევა მათი გამბედაობის, სიმამაცის, უნარების გამო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე მოწინავე იარაღის გამო, რომელსაც შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეები აწვდიან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

ნატო-ს გენმდივანმა ალიანსში დაჩქარებული წევრობის შესახებ უკრაინის განაცხადის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ „ნებისმიერი გადაწყვეტილება გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსენსუსით უნდა იქნას მიღებული, 30-ვე მოკავშირე უნდა დათანხმდეს ასეთ გადაწყვეტილებას“.

 

გარდა ამისა, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მხარს უჭერს გამოძიებას „ჩრდილოეთი ნაკადის“ მილსადენების აშკარა დივერსიის შესახებ.

წაკითხვა 156 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 03 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.