May 3, 2024

ირანის პოლიციასა და სტუდენტებს შორის თეირანის შარიფის უნივერსიტეტთან დაპირისპირება მოხდა

ირანის პოლიციასა და სტუდენტებს შორის თეირანის შარიფის უნივერსიტეტთან დაპირისპირება მოხდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას აპროტესტებენ.

 

დასავლური მედია წერს, რომ ტრადიციულად განსხვავებული აზრის კერა, შარიფის უნივერსიტეტი ათეულობით პოლიციელით არის გარშემორტყმული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის უსაფრთხოების ძალებმა სტუდენტების კამპუსიდან განდევნის მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე ათეული სტუდენტი.

 

საპროტესტო დემონსტრაციები თეირანის გარდა ასევე გაიმართა რამდენიმე ქალაქში, როგორიცაა: იაზდიქერმანშაჰისანანდაჯიშირაზი და მეშჰედი. „დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სიკვდილი ხამენეის“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

 

ბოლო ორი კვირის გამავლობაში ანტი-სამთავრობო აქციების მიმდინარეობისას 133 ადამიანი დაიღუპა.

წაკითხვა 157 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.