May 3, 2024

ჩეხეთი რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ

ჩეხეთის ხელისუფლებამ რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, ქვეყანა დატოვონ. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჩეხეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრაღაში შეშფოთებული არიან რუსეთში უსაფრთხოების კუთხით გაუარესებული მდგომარეობის გამო და მოუწოდებენ მოქალაქეებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთის ტერიტორია.

 

ასევე, ჩეხეთის საგარეო უწყება ურჩევს საკუთარ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან.

 

„რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრის გაგრძელების კონტექსტში არსებობს უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის გაუარესების საფრთხე, უპირველეს ყოვლისა კი, ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ჩეხეთი ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ მოსკოვში ჩეხეთის საელჩო შესაძლოა, მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდეს.

 

მანამდე, რუსეთის დატოვებისკენ მოქალაქეებს მოუწოდა აშშ-მა, პოლონეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა.

წაკითხვა 160 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.