"უნდა შევწყვიტოთ ტყუილი სამხედრო ოპერაციის შესახებ" - რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი

ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ტყუილი სამხედრო ოპერაციის შესახებ. ამის შესახებ რუსეთის დუმის თავდაცვის პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი კარტაპოლოვი აცხადებს. ეს განცხადება მან „Soloviev Live“-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ტყუილი. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ, რატომღაც, ეს ვერ გაიგეს ცალკეულმა ლიდერებმა“, - განაცხადა დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

კარტაპოლოვმა აღნიშნა, რომ წაიკითხა საბჭოთა საინფორმაციო ბიუროს მოხსენებები 1941 წლისთვის, როდესაც გერმანელები მოსკოვში შევიდნენ. მისი თქმით, ამ შეტყობინებებიდან მაშინ ხალხი მიხვდა, რომ საფრთხე ემუქრებოდათ - „იცოდნენ, რომ მტერი ჩვენს მიწაზე იყო“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

მისივე თქმით, „ახლა მტერი მათ ტერიტორიაზეა“.

 

„ახლა ჩვენს მიწაზეა მტერი და საუბარია არა ახლად შეძენილ ტერიტორიებზე. ბელგოროდის რეგიონის თითქმის ყველა საზღვრისპირა სოფელი განადგურებულია. ჩვენ გვაქვს ქალაქი ვალუიკი - გამაგრებული ქალაქი, სხვათა შორის, რომელიც მუდმივი ცეცხლის ქვეშაა. ამის შესახებ ვიგებთ ვიღაცისგან - გუბერნატორებისგან, ტელეგრამის არხების მფლობელებისგან, სამხედრო კორესპონდენტებისგან და სხვა არავისგან“, - განაცხადა კარტაპოლოვმა.

 

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს ანგარიშები არ იცვლება.

 

„ჩვენ გავანადგურეთ ათობით ჭურვი, გავანადგურეთ 50 ობიექტი, გავანადგურეთ ასობით ნაცისტი... და ეს არის. ჩვენი ხალხი სულელი არ არის. ხედავს, რომ არაფრად აგდებენ, ხედავს, რომ არ უნდათ მისთვის არც სრული სიმართლის თქმა და არც ამ სიმართლის ნაწილი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ნდობის დაკარგვა“, - აცხადებს დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი.

წაკითხვა 153 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.