"ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება" - იენს სტოლტენბერგი

ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, - ამის შესახებ ნატო გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.

სტოლტენბერგის თქმით, ზელენსკისთან საუბრის დროს მან უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის პროგრესი აღნიშნა.

 

“ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და შევაქე მამაცი უკრაინელი ხალხი და შეიარაღებული ძალები რუსი აგრესორებისგან მათი ტერიტორიის დაბრუნების შთამბეჭდავი პროგრესისთვის. რუსეთმა მისი დაწყებული ომი უნდა შეწყვიტოს. ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, - წერს ნატოს გენმდივანი.

წაკითხვა 153 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.