May 17, 2024

"რუსულ თავდაცვით მრეწველობას არ შესწევს უნარი, იმ ტემპით აწარმოოს საბრძოლო მასალები, რა რაოდენობითაც მას რუსეთი ხარჯავს"

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულ თავდაცვით მრეწველობას არ შესწევს უნარი, იმ ტემპით აწარმოოს საბრძოლო მასალები, რა ტემპითა და რაოდენობითაც მას რუსეთი ხარჯავს, რის გამოც შემცირებულია შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტების რუსული მარაგები.

დაზვერვის ცნობით, „მხოლოდ 10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 80-მდე ფრთოსანი რაკეტა გაისროლა, რომელიც ვლადიმერ პუტინის განმარტებით, ქერჩის ხიდის აფეთქების საპასუხო იყო“.

 

„რაკეტების დიდი ნაწილი თავდაცვითმა სისტემებმა ჩამოაგდო, თუმცა ათობით ჭურვი კიევსა და სხვა დასახლებულ პუნქტებს დაეცა და მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად, მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც იმსხვერპლა“, – ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

წაკითხვა 174 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.