May 18, 2024

"შოიგუს ბრალდებები „ბინძური ბომბის“ გამოყენებასთან დაკავშირებით, დასავლეთის დაშინების მცდელობაა"

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელმაც აშშ-ის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს, სავარაუდოდ, ცდილობდა შეენელებინა, ან შეეწყვიტა დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლი ამზადებდეს ცრუ დროშის ოპერაციას „ბინძური ბომბის“ თავდასხმის გზით.

 

„შოიგუს ბრალდებები, სავარაუდოდ, არ ასახავს რუსეთის მზადებას უკრაინაში არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შოიგუს კომენტარები უკრაინის მოსახლეობის ერთ ან მეტ ცენტრზე ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ბირთვული ტერორისტული თავდასხმის მომასწავებელი იყოს იმ იმედით, რომ შოკში ჩააგდებს უკრაინას და აიძულებს მას დანებებას ან დასავლეთს - უკრაინას დახმარების შეწყვეტას. ნაკლებად სავარაუდოა, ასეთმა თავდასხმებმა აიძულოს უკრაინა ან დასავლეთი დანებდნენ,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

 

ორგანიზაციის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „შოიგუს სატელეფონი ზარები და რუსული სახელმწიფო მედიის მიერ ყალბი „ბინძური ბომბის“ მუქარის გაძლიერება, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს დასავლური სახელმწიფოების დაშინებას, რომ შეაჩერონ ან შეზღუდონ უკრაინის მხარდაჭერა, რადგან რუსეთი განიცდის მუდმივ სამხედრო წარუმატებლობებს და წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, დასავლეთ ხერსონს დაკარგავს.

წაკითხვა 171 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.