"რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს კარნახობს"
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში ომის დაწყებიდან რვა თვის შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, 24 თებერვალს ამას ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა ახლა უკრაინა ეტაპობრივად ათავისუფლებს უკრაინულ ტერიტორიებს და ასუსტებს რუსეთის პოტენციალს.
ზელენსკიმ ისაუბრა ყირიმის საერთაშორისო ფორმატზეც, ასევე გერმანია-უკრაინის ფორუმსა და ისრაელის მიმართ მიმართვაზე. მან მადლობა გადაუხადა გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს, რომელიც, მისი თქმით, ნამდვილად ზრუნავს გაერო-ს ქარტიისა და გლობალური უსაფრთხოების დაცვაზე.
„ზუსტად რვა თვე გავიდა სრულმასშტაბიანი ომიდან. რას მივაღწიეთ ამ დროში? ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყანა და რუსეთი ამას ვერ შეცვლის. ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ უკრაინულ ტერიტორიას. უკრაინა ტეხს ე.წ. მსოფლიოს ნომერ მეორე არმიას. ახლა რუსეთი რაღაცას სთხოვს ირანს, რაღაცის გამოწურვას ცდილობს დასავლეთისგან, იგონებს სხვადასხვა უაზრობას უკრაინაზე. რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს კარნახობს. მას პოტენციალი აღარ გააჩნია კარნახისთვის. მსოფლიო ხედავს ამას. იყო გაზის მხრივ გავლენა – აღარაა, იყო სამხედრო გავლენა – აორთქლდა. იყო პოლიტიკური წონა – ახლა მუდმივად მზარდი იზოლაციაა. იყო იდეოლოგიური ამბიციები – ახლა მხოლოდ ზიზღია. და ეს კონფიგურაციების მნიშვნელოვანი ცვლილებაა ევრო-აზიის ჩვენს ნაწილში. რაც უფრო მეტად დაკარგავს რუსეთი პოტენციალს, მით უფრო მეტად მიიღებენ რეალურ თავისუფლებას ერები, როგორც რუსეთის გვერდით, ასევე მის საზღვრებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი