May 18, 2024

"ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მეფე ჩარლზ მესამეზე მდიდარია" - „ფორბსი"

„ფორბსის“ შეფასებით, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის ქონება 810 მილიონ დოლარს აღწევს. ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის მეუღლის, აქშათა მართის ქონება 715 მილიონ დოლარს აღემატება.

აქშათა მართი ინდური ტექნოლოგიური გიგანტის „ინფოსის“ დამფუძნებლის, ნარაიანა მართის შვილია. ნარაიანა მართის ქონებას „ფორბსი“ 4,5 მილიარდ დოლარად აფასებს. მის ქალიშვილს და ამჟამად უკვე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს, ამავე კომპანიაში 0,93%-იანი წილი აქვს.

 

„ფორბსი“ წერს, რომ რიში სუნაკს და მის მეუღლეს დიდი ბრიტანეთსა და კალიფორნიაში ოთხი სახლი აქვთ, რომელთა საერთო ღირებულება 18,3 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

„ფირბსის“ ინფორმაციით, უძრავი ქონების გარდა, რიში სუნაკის მეუღლე ასევე ფლობს დამატებით ფინანსურ აქტივებს, მათ შორის მამის კერძო საინვესტიციო კომპანიის ფილიალს. სუნაკი ამ კომპანიის 50%-ს ფლობდა, თუმცა 2015 წლის აპრილში, პარლამენტში არჩევამდე, აქციები მეუღლეს გადაუფორმა.

წაკითხვა 195 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.