"ვლადიმერ პუტინს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ თურქეთის პრეზიდენტისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია"

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვიაცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ თურქეთის პრეზიდენტისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

პესკოვი ამბობს, რომ პუტინს და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა და არც იგეგმება.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა.

 

რუსეთის თავდაცვის უწყებაში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმა მოხდა.

წაკითხვა 169 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.