"პუტინი საომარი მოქმედებების გაგრძელებას 2023 წელსაც აპირებს" - „ომის შესწავლის ინსტიტუტი“

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდება გააგრძელოს საომარი მოქმედებები, რათა შეინარჩუნოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, დაიკავოს ახალი ტერიტორიები და შექმნას პირობები დასავლეთისთვის, რომ შეწყვიტოს კიევის მხარდაჭერა, რაც მისი მოლოდინით, ამ ზამთარს მოხდება, - ამის შესახებ ამერიკის „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინს ნატო-სთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი სურდეს, თუმცა, ის სავარაუდოდ, გააგრძელებს მინიშნებას რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებასა და ნატო-ზე თავდასხმების შესაძლებლობის შესახებ, იმ მიზნით, რომ შეარყიოს დასავლეთის ნება, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

„პირველი, ის, რომ პუტინი წამოაყენებს პირობებს, რათა გააგრძელოს ცუდად მომზადებული რუსული ჯარების უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში გადასროლა იმის ნაცვლად, რომ შეაჩეროს ოპერაციები ეფექტური სამხედრო ძალების აღსადგენად. მეორე, რომ პუტინის გამარჯვების თეორია ეყრდნობა მკაცრი ზამთრის გამოყენებას ევროპის ნების შესარყევად“, - აცხადებენ ორგანიზაციის ანალიტიკოსები.

 

მათივე შეფასებით, თუ პუტინი აპირებს 4-6 წვრთნის შემდეგ რუსი ახალწვეულების უკრაინაში გაგზავნას, შესაძლოა, რუსეთის ძალებს შეუქმნას პირობები, რათა განაახლონ შეტევითი ოპერაციები გაზაფხულის დათბობის დასრულების შემდეგ.

 

„რეზერვისტების ნაწილობრივი მობილიზება მტკიცედ მიუთითებს იმაზე, რომ პუტინი აპირებს გააგრძელოს ბრძოლა 2023 წელს და არ მოელის რაიმე სახის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფას”, - აღნიშნულია ანგარიშში.

წაკითხვა 187 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.