ინდოეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ინდოეთში საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 141-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინდოეთის გუჯარატის შტატის ქალაქ მორბიში სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მაშველებმა 177 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

 

გასული ღამის განმავლობაში მდინარე მაჩჰუში ჩავარდნილი მოქალაქეების ძებნის ოპერაციაში „კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული ძალების“ ხუთი გუნდი იყო ჩართული. შტატის ხელმძღვანელობის განცხადებით, ინციდენტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს.

 

230-მეტრიანი ისტორიული ხიდი მე-19 საუკუნეში, ბრიტანეთის მმართველობის დროს აშენდა. რემონტის გამო, ხიდი ექვსი თვის განმავლობაში იყო დაკეტილი და გასულ კვირას გაიხსნა.

წაკითხვა 157 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 31 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.