უკრაინის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტის ნამსხვრევები მოლდოვაში ჩაცვივდა

ჩრდილოეთ მოლდოვაში, უკრაინის მოსაზღვრე ერთ-ერთ სოფელში (Nanacea) უკრაინის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტის ნამსხვრევები ჩაცვივდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მოლდოვას შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დასახლებაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ფანჯრები ჩაიმსხვრა.

 

არსებული ინფორმაციით, რუსების სამიზნე უკრაინასა და მოლდოვას საზღვარზე მდებარე მდინარეზე არსებული კაშხალი იყო, რომელიც უკრაინას ეკუთვნის.

 

მოლდოვას შინაგან საქმეთა მინისტრი რუსეთის ქმედებებს გმობს და აცხადებს, რომ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურებზე თავდასხმებმა და მდინარეების მიზანში ამოღებამ, შეიძლება, მთელი რეგიონი წყალდიდობის საფრთხის წინაშე დააყენოს.

წაკითხვა 172 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.