"მხოლოდ რუსეთის სრული გამარჯვება არის მსოფლიო კონფლიქტის აცილების გარანტი" - დიმიტრი მედვედევი

დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს გლობალური ომისკენ უბიძგებენ. მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვებაა მსოფლიო კონფლიქტის აცილების გარანტია. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს უბიძგებენ გლობალური ომისკენ. მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვება არის გარანტი მსოფლიო კონფლიქტის წინააღმდეგ", - წერს მედვედევი თავის Telegram-ის არხში.

 

მედვედევმა მოიყვანა დასავლური ქვეყნების თეზისი: „რუსეთს არ უნდა მივცეთ ომის მოგების საშუალება“ და დაინტერესდა, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. „მიჰყევით მარტივ ფორმალურ ლოგიკას. თუ რუსეთი არ იმარჯვებს, მაშინ, როგორც ჩანს, უკრაინა იმარჯვებს. ომში უკრაინის მიზანი კიევის რეჟიმმა უკვე დაასახელა - ყველა ტერიტორიის დაბრუნება, რომელიც ადრე მას ეკუთვნოდა. ანუ მათი უარყოფა რუსეთის მხრიდან. ეს არის საფრთხე ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის და დღევანდელი რუსეთის დაშლა. ეს კი ნიშნავს პირდაპირ მიზეზს რუსეთის ფედერაციის მიერ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მე-19 პუნქტის გამოყენების შესახებ, ბირთვული შეკავების სფეროში.

 

„ნება მომეცით, გავიგო, მაშ, ვინ გეგმავს ბირთვულ კონფლიქტს? რა არის ეს, თუ არა მსოფლიო ომის პირდაპირი პროვოკაცია ბირთვული იარაღის გამოყენებით?"- განაცხადა მედვედევმა.

წაკითხვა 164 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.