May 15, 2024

"ჩვენ ვებრძვით მყეფარე ძაღლების დიდ ხროვას დასავლური გალიებიდან"

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი საკუთარი ისტორიული მიწების დასაცავად იბრძვის.

„რუსეთი უზარმაზარი და მდიდარი ქვეყანაა. ჩვენ არ გვჭირდება უცხო ტერიტორიები, ყველაფერი უხვად გვაქვს. ჩვენი მიწა ჩვენთვის წმინდაა, რომელზეც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ და რომელზედაც დღეს ჩვენი ხალხი ცხოვრობს და რომელსაც ჩვენ არავის მივცემთ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ხალხს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მიწისთვის, ისტორიისთვის“, - აღნიშნა მედვედევმა.

 

მისი თქმით, რუსები „ებრძვიან გიჟი ნარკომან-ნაცისტების გროვას და მათგან დაშინებულ ხალხს, ასევე მყეფარე ძაღლების დიდ ხროვას დასავლური გალიებიდან“ და ამიტომ მათ „წმინდა ძალა შეიძინეს“.

 

„გვაქვს შესაძლებლობა, ყველა მტერი ცეცხლოვან გეენაში გავაგზავნოთ, მაგრამ ეს ჩვენი ამოცანა არ არის. ჩვენ გულში ვუსმენთ შემოქმედის სიტყვებს და ვემორჩილებით. ეს სიტყვები წმინდა მიზანს გვაძლევს. მიზანია ჯოჯოხეთის უზენაესი მმართველის შეჩერება, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახელს გამოიყენებს - სატანა, ლუციფერი თუ იბლისს, მისი მიზანი სიკვდილია. ჩვენი მიზანი სიცოცხლეა. მისი იარაღი ჩახლართული ტყუილია, ჩვენი იარაღი სიმართლეა. ამიტომ არის ჩვენი საქმე სწორი. ამიტომ გამარჯვება ჩვენი იქნება!“ - აღნიშნა მედვედევმა.

წაკითხვა 169 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.