May 14, 2024

"ფრონტზე ვერაფერს გავყინავთ, საყინულე არ ვართ - უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები"- ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ხერსონის გათავისუფლების შემდეგ ფრონტზე ვითარების გაყინვას გამორიცხავს და აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას.

ამის შესახებ დანილოვმა საინფორმაციო ტელემარათონის ეთერში განაცხადა, სადაც უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ განვითარდება ვითარება ფრონტზე ხერსონის განთავისუფლების შემდეგ და არის თუ არა საუბარი ახლა ომის შესაძლო გაყინვაზე.

 

„ჩვენ ვერაფერს გავყინავთ. ჩვენ საყინულე არ ვართ. უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები ამინდისა და წელიწადის დროის მიუხედავად. არ ვაპირებთ გაჩერებას, რადგან ჩვენი ხალხი იქ არის, ვხედავთ როგორ იტანჯებიან. ისინი ჩვენს ბიჭებს, ჩვენს გამათავისუფლებლებს ესალმებიან ცრემლიანი თვალებით, ამიტომ შეიარაღებული ძალების ამოცანა საკმაოდ მარტივი და გასაგებია - ჩვენი მთელი ტერიტორიის გათავისუფლება ტერორისტებისგან, ოკუპანტებისგან და ეს აუცილებლად შესრულდება, მხოლოდ დროის საკითხია“, - აღნიშნა დანილოვმა.

 

წაკითხვა 164 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.